სანთელი


ალბათ ბოლო სვლაც ყველას ექნება
ძლიერი წვიმაც მორჩება მალე
და გამოჩნდება მზის სხივთა კრება
აირეკლავს და გვიბოძებს ნათელს
ალბათ სასრული მწარე იქნება
მეც ხომ მომილბობს ოდესმე ნატკენს
ქარი ხეებსაც ააცეკვებენ
გააშიშვლებენ ტოტებსაც მალე
ალბათ საწყისი სასრულს მოყვება
არ დაივიწყებს ამ გულის ნადებს
ჩამქვრალ სანთელსაც უპოვის ადგილს
ცეცხლს მოუკიდებს კვლავ გაანათებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი