un oxymore


ცაზედ მკრთომიალე მნათობი ვარსკვლავები
მიწაზედ ამოსული მომღიმარე ბაბუაწვერები
მტკვარში მოცურავე თევზები
ჩონჩხები საბადოები
აცეკვებული ხეები აყვითლებული ფოთლები
ჰაერის ნაცვლად ბეტონი და ხელოვნური ქუჩები
სიზმრები და კოშმარები
ოცნება მიუწვდომელი
შექმნილი ფანტაზიები
გაუგებარი შიშები
მე პერსონაჟი არ ვარ არცერთ დაწერილ წიგნში
გადამეწვება ტვინი დაუმთავრებელ ფიქრში
კვიცი ჩემს გვარზე არ ხტის მე ვარ უცნობი შვილი
გაჟღერებული ჰანგები თავის აკორდებს მიძღვნის

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი