ამოსვრილია მელანში ყველა მტანჯველი სიტყვა
სიტყვა დაღლილი უმიზნო შენი სხივები მხიბლავს
და მე ვარ აჩრდილთა აჩრდილი სინათლის მიუჩვეველი
და როგორც მიუსაფარი ცხოველი გადასარჩენად ვწირავ
მე სულის კატასტროფა ვარ ჩემგან რომ მოდის წყევლა
მე საზღვრებს არ ვცდები უფრო და უფრო წინ ვარ 
შენ ჩემგან მხოლოდ მზეს ელი როდესაც მთვარე მხიბლავს
შენ როგორც ფრთამოსხმულივით ზეცის ვარსკვლავნი გხიბლავს
თქვენ ცხოვრებისგან ტანჯული ისევ სინათლეს ელით
როცა ამ ქვეყნად იშვა უკიდეგანო ბნელი

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი