დასასრულის საწყისი


ჩემს მღელვარებას ბოლო ცაში აქვს,
ედემის ბაღში ლამაზ ხის ძირთან,
უმძაფრეს წითლად აქვს შემოსილი 
მას საუკუნო სიკვდილის სია.

და მე მთვრალი ვარ ჩემი ფიქრებით,
მოუსვენარი ნოტთა გამებით,
ამოუცნობი სიმფონიებით,
რიტმით, რითმებით,გარდასახვებით.

სად არის ჩვენთვის ფესვები,
რას ვართ ჩვენ ნაზიარევი
და ვინ მოგვნათლა ასეთი
გაუმაძღრები, მშივრები.

და ბოლოს გეტყვით მოკალით,
მოკალით სიტყვა ნაქები,
გააცალმტვერეთ ვნებანი,
ეშმაკის გასამართავი.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი