უცნაური


ეს უცნაური ჩემი თვალები,
ამოსვრილია წითელ ზღაპრებში,
შენი სიტყვები, როგორც ნოტები
და შენ ფრთიანი ცის თანამგზავრი,

ეს უცნაური გრძნობა წყეული,
სიზმრად ქცეული ლტოლვა ძლიერი,
თვალის ახელა და განაჩენი,
ჩემს მეგობართან მარტოდ ვიქნები,

ეს უცნაური ფიქრი მაწუხებს,
ჩემს გვერდზე აჩრდილს კიდევ აძრწუნებს?
სად უნდა ჰპოვოს მან დილის შუქი,
და განათდება ეს განწირული?

ეს უცნაური…
ეს უცნაური…

ეს უცნარი სიტყვა ვისწავლე,
მგონი ის კაცი ასე ამბობდა,
მე არ მჭირდება ტალანტი, ნიჭი,
და ბოლოს უთქვამს… მე-სიყვარული!

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი