შენ შემიბრალე უფალო
და მაზიარე მიწას,
შენ მე მომნათლე უფალო,
მე შენს კალმისტარს ვსინჯავ.

შენია შემოქმედება,
სად ვპოვე ასე ნიმუში,
დამაძინებელ ლოცვაში,
გალობად ქცეულ ნოტებში,

ფიქრებით სავსე ტაძარში,
სიჩუმედ ქცეულ ყვირილში,
განსასვნებელ მიწაში,
ცის-ფრად შემოსილ სიზმარში.

ეს ჩემი არის ნაბიჯი
და შენი იყოს წირვა.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი