დღეს
ფურცლები ჩემი მელანს ელიან ჩემი ფიქრები ლექსებს ელიან მე კიდევ ველი ღმერთების ნიშანს ციური ძალის პოეტურ რისხვას ციდან სიტყვების ერთ ტემპში წვეთას ჰარმონიული ფოთლების ცვენას დასუსტებული ხეების ცეკვას და ცრემლნარევი ტალღების დენას ყვავილებისგან ღვთის ნეტარებას და ვარდებისგან ჩემს სისხლის ჩქეფას არწივებისგან დიდებულ ფრენას ყვავ ყორნებისგან კი განსვენებას მზის სხივთა კრების ბედნიერებას და მთვარის შუქის იდუმალებას ამ ვარსკვლავების ჩემს მხარზე სხდომას და ჩემს მინდორთან განმარტოვებას ვიცი დავკარგავ ვიცი წაიღებს მაგრამ სად პოვებს თავის განაჩენს მიდი დაწვი და დაანახშირე გააცალმტვერე ჭუჭყად აქციე დაწერილ ნოტებს ქარი წაიღებს და პოვებს ადგილს უმანკო მარტოდ ჩამოაფარეთ ფარდა ბუნებას და ეს ნოტებიც გამოაყრუეთ ანგელოზები ციდან მოგლიჯეთ და ნება იყოს ავთა სულების მიწა დატოვეთ რომ ჩაიმარხოს გრძნობათა რისხვა ამაგი სავსე აღარ დატოვოთ სიტყვა მართალი ეს ხელოვნება - ღმერთის ნიმუში
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი