ფრთები


ეშმაკის ვერცხლმა დაიმონა პოეტის რისხვა
და ტანჯვა ხელწერისთვის გახდა უძლური
გარდაიარა ვნება ავსულმა სიკეთის ველი
და ფერმკრთლად იქცა ხელოვნება წმინდა სიმართლის

სადღაც შორიდან მიხმობს ძალა, ღვთიური ნიჭი
უმანკო მარტოდ მიწოლილი დაობლებული
და ერწყმის ლახვარ დასობილს გალობა ზეცის
მე კი ფრთებს მასხამს ცოდვის შვილს საწყისი მიწის

მაცოცხლებს სხივი, მთვარე მიტაცებს ვარსკვლავებს ვწყვიტავ
მიმაფრენს ვნება, ნანატრი ტრფობა პოეზიური
დაე მიბოძოს ყოველთა გამგემ კვართი მშვიდობის
მე კი შემეხოს და შევიმეცნო თავის-უფალი
გარდამესახოს ზეცისგან სამი პირჯვარი
მაშ დავრჩეთ მარტოდ ეულად და შეწირული 
მე მთვარე ვარსკვლავები და ჩემი ლექსები

აწ განგვასვენონ და მოგვაყარონ სიკვდილის მიწა
და დაისვენოს თვით კაცთა მოდგმამ
ვერაგის სულის რისხვამ 
სიმართლეს დაედოს განაჩენი ბოროტის მცნება
და აღსასრული უბოძოს ყოველთა სახემ ბრძენმა 

დავრჩე აკვანში მომაკვდავი უბიწო ბავშვი
არ შემიბრალებს თვალახვეულთა და დაბინდულთა რაზმი
და მე დავრჩები გზა განწირული ღრუბლისა ცრემლი
მე განვისვენებ ედემში ცოდვის ნაყოფი გველის
ფუნჯით მოხატოს უფალმა ჩემი სასრული სამარადისო
და მაზიაროს ფრთამოსხმულს ყოვლად უსაზღვრო ცას ლაჟვარდისფროს

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი