მე შენ ჩვენ


მე სხივები
შენ კი მზე ხარ
მე აპრილი
შენ კი ია
მე ღრუბელი 
შენ კი წვიმა
მე ფურცელი
შენ კი სიტყვა

შენ ცა იხმე
მე ედემი
შენ დაბინდე
დამბინდველი
შენ იცხოვრე
მე გავწირავ
შენ დაფრინავ
მე გავრბივარ

ჩვენ ვიმონეთ
მზე და მთვარე
ჩვენ ვაგროვებთ
ცის ვარსკვლავებს
ჩვენ ვუყვებით
ბავშვებს ამბებს
ჩვენ გვაფიქრებს
ერთი რამე

ჩვენ ვართ 
აზრი არსებული
ჩვენ თუ ვცოცხლობთ
რა გვახარებს
ჩვენ თუ მართლა
შორს წაგვიყვანს
ჩვენ ჩვენივე 
ლოცვა მალე

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი