ლექსი ჩემს ზევით
მე მელის ღმერთი უცხო ქალაქში უცხო ცაში და უცხო ედემში სადაც არ კვდება ღმერთი თავისუფლების ძებნისთვის სადაც არ ტოვებს მთაწმინდას შემოქმედების ზენიტი სადაც არ ძინავს ანგელოზს ფრთამოტეხილი ბეთლემში სადაც ზარი არ რეკავს მკვდრეთით აღმდგარი უფლისთვის მე კი გადამწერს სამ პირჯვარს მიწის საწყისი იესო მთვარეს დალოცავს მზის სხივით წითლად აკურთხებს ცის ტილოს მიწაზე სადაც ახრჩობენ შავად შელახულ სიწმინდეს და სადაც ხარობს ავსული როგორც მოკვდავთა სიმდიდრე ხელოვნება კი კარგავს მრავალ ფერს მრავალ სიუჟეტს კანონიკა კი ირღვევა და აკაკნონებთ სიმრუშეს ათივე მცნება ირღვევა და ემსგავებით ერთმანეთს მიზეზთა მიზეზს ვერ ვპოვებ რომ შევეწირო სიმშვიდეს მე მელის ღმერთი უცხო ქალაქში უცხო ცაში და უცხო ედემში სადაც მე ვპოვებ ჩემთვის ბოძებულ მოუპოვებელ სიცოცხლეს და მე ავღსდგები ღმერთებო ტრფობით ვიცოცხლებ მზის ქვემოთ მე კი დავტოვებ მიწას სადაც მითხრიან საფლავს დაე ილოცოს ზეცამ განმარტოვების ჟამად მე მელის ღმერთი უცხო ქალაქში უცხო ცაში და უცხო ედემში
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი