ყველა ფერი
ყველა-ფერი იისფერ წვიმად მაწვიმს სიცოცხლე და აჭკნობს ჩემს სულს წყნარი სიჩუმე შენით ვარსებობ და შენით ვკვდები ცრემლები შენი მე მაცისფერებს შენი სითეთრე უმანკოება ჩემს დაბურულ გზას სანთლით გამიკვლევს ბოძებულ შავ კვართს ჩამომგლიჯავ და დამლოცავ კოცნით გამომაღვიძებ გაფერმკრთალებულ ვარდისფერებით ვნანობ აწმყოს და წარსულს უკან ვსდევ შორიდან ჩანხარ ოქროსფერ ლანდად და მწვანე ფიქრით შენ დამემონე მზე ნარინჯისფრად რომ ჩადიოდა ლურჯ ზღვას სხივებით ესალმებოდა მაშინ წითელი კაბით ცეკვავდი ფირუზისფერი გრძნობით მკვებავდი ეს ყველა-ფერი შენს ერთ მზერაში დავინახე და წესად ვისახე ჩვენი გარდაქმნა რეაქციაა და რეაქცია ნოტთა სიჩუმე
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი