მ
მე თქვენი შვილი ცოდვის პოეტი ავად ვარ ვკვდები როგორც ბოჰემა და სხივთა კრებით გარს შემორტყმული ჩამომადნება ჩემი გონება დრო უჟამობის გრძნობებს წარმტაცებს ჩვენ გავშორდებით როგორც ცა მიწას არ მავიწყდება ცის თეთრ ბამბებზე როგორ ჭკნებოდა იისფრად ია წამი წუთს წუთი საათებს საათს დღეები და მარტო ვრჩები გაქრა ცისფერი შენი სახება ხატად სახული წმინდანთა ბედი უსაზღვროების საზღვრების გავცდები ედემის ბაღთან ვიპოვი ბინას ანგელოზებს კი მარჯვენა მხარზე სიკვდილთან ბრძოლით ჩაეძინებათ მიხმობს სამყარო თვით ჩემი არსის სადაც არ კვდება თავისუფლება და განშორება წუთისოფელთან სისხლისფერ წვიმად დამაწვიმდება გამაფრენს ქარი შორს ამ ქვეყნიდან და კვლავ აღვსდგები სხვა სამარიდან მოვისხამ კვართად ფრთებს სერაფიმის და დაიკვეხნით რამ გააგიჟა დრომ აზრმა ფიქრმა გრძნობათა რისხვამ განძი ნიღბების მე რომ გამწირავს ნაზი ბოროტი სიკეთის ხვედრი ვერ ამოვირჩევ რომელს მოვისხამ
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი