კოშმარი


დაგინახე, მომეკიდა...
სიტყვებს ვღეჭავ თან ვერ ვიტან,
სიყვარულმა გამამძვიფრა, 
უშენობას ვეღარ ვიტან.

ცალმა თვალმა გამაფხიზლა,
მეორემ კი დამაძინა.
ვლაპარაკობ თან დავდივარ,
ვცეკვავ, ვმღერი, გამაფრინა.

შენი ნახვა მე რომ მტანჯავს 
თან მმატებს და თან რომ მაკლებს,
სიყვარულმა გამაღვიძა,
მაცოცხლა და თან გამთიშა.

გულის კარი გაგიხსენი,
იგივეთი მიპასუხე,
მოვიწიე შენსკენ ახლოს,
შეგეხე და შენც შემეხე,
კოცნისათვის მოგეხვიე,
გაკოცე და შენც მაკოცე.
ჩამიბნელდა ჩემი ხედვა
უბედური, უხედვარი,
სინათლესაც ვეღარ ვამჩნევ
ჩაქვრა, მოკვდა ყველაფერი.

მოკიდებულ გულზე უკვე ემატება 
ნაპერწკლები, 
სიკვდილთან ეს საფეხური ახლოს არის მიღწეული,
გამოვფხიზლდი და შევიტყვე კოშმარ იყო ამბავ თქმული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი