მონატრება
ერთმანეთს რომ ვუყურებდით რიგ რიგობით, ხან კი ერთად, თითქოს ამ წამს დავვახლოვდით უფრო ახლოს, უფრო მეტად, სიტყვებს უკვე აზრი არ აქვს, გვაახლოვებს მხოლოდ მზერა, წამიერად რომ შეგხედო, გაგიგებ მე უფრო მეტად, თვალებს ვეღარ გაშორებდი, მტანჯავდა ეს შენი ხედვა, შენი ხელი, თმა და ფრთები, მაგიჟებდა უფრო მეტად, ვეღარ გხედავ ახლოს ჩემთან, რატომ არ ხარ ჩემთან ერთად, ყოველ ღამეს მელანდება, ის დღეები შენთან ერთად, რატომ დარჩი მოგონებად, რატომ აღარ გხედავ ნეტავ? გამოჩნდები ერთ დღეს ვიცი, და გაგიმხელ გრძნობებს ჩემსას, სიტყვებს ისევ დავკარგავ მე, თვალით გითხრობ ყველა ჩემს აზრს, ხვალ იქნება ნეტავ ეს დღე? როდესაც ვიქნებით ერთად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი