მრავლის მთქმელი ერთი სიტყვა


მრავლის მთქმელი ერთი სიტყვა,
უბედურს გხდის ან ბედნიერს,
უბრალოდ რომ დამენახო მითხრა სიტყვა გამაგიჟებ, 
კავშირს ვგრძნობ მე შენთან ერთად,
მაგრამ სად ხარ ახლა ნეტავ?
ვეღარ გხედავ ახლოს ჩემთან მაგრამ თითქოს აქ ხარ ჩემთან, 
სად წავიდა ის დღეები, როცა ახლოს ვიყავ შენთან,
ტანჯულს მხდის მე ის წუთები, ის წამები, შენთან ერთად,
გახსენება რთული არის,
წინ მიდგება შენი ხედვა,
შენი თითო სიტყვა მახსოვს,
რომელიც კი გითქვამს ჩემთან,
ვერ გივიწყებ უკვე ვეღარ,
ვეღარც გხედავ, ვეღარც მხედავ,
ვუყურებ მე ახლა ჩემს თავს,
სულ სხვა კაცი მყავს მე ჩემთან,
მითხარი შენ ნეტავ ახლა,
რომ გინდა მე ვიყო შენთან,
გაგიმხელ მე გრძნობებს ჩემსას,
თუ იქნები როგორც მე ვარ,
მეტყვი რომ მე ვიყო შენთან,
თუ არა და ვიყო ბნელად,
დაგრჩა მხოლოდ ერთი სიტყვა,
მითხარ შენ და მაქცევ ღმერთად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი