გრძნობა
იმ ჟამს როცა დაგინახე, მეცა მხოლოდ შენი მზერა, მერე კიდევ სიტყვა შენი, რომელმაც მე დამაბნელა, ამას მოყვა გრძნობა ჩემი, რომელიც ავსებდა სევდას, ნუთუ მარტო ერთ ღამეში რამდენჯერ ვიყავით ერთად, გულში დამაქვს შენი სიტყვა, შენი ხელი, შენი ხედვა, არავისთვის მითქვამს ეს თან არც ღირს თითქოს გასაგებად, მინდა ვიგრძნო ისევ ხელი, ათი თითი, ათზე მეტად, თუ ხარ უკვე სხვასთან ერთად, მოგიფრთხილდეს უთხარ ჩემგან, დამენახე ბედნიერი და დაიკლებს ჩემი სევდა, აღარაფერს გეტყვი მე მეტს, თუ გაიგებ, მოხვალ ჩემთან, მაგრამ მაინც მეყვარები, არ გავწიხლავ ჩემ თავს მეტად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი