სევდიანი სიყვარული
მე უკვე შენ ვეღარ გხედავ, თვალებს შენსას მრავლის მთქმელსას, ვართ შორიდან მაგრამ ერთად, ვოცნებობ მე ყოფნას შენთან, ღამეებსაც კი ვათენებ, იქ გნახულობ მარტო ჩემთან, ვიცი ერთ დღეს ჩვენ შევხვდებით, იქ გაგიმხელ ყველა ჩემს აზრს, შეგხვდები და გავნათდები, გავფურჩქნდები უფრო მეტად, შენ მე მომკლავ ან მაცოცხლებ, თუ გაუგებ გრძნობებს ჩემსას და არც ვიცი სად ხარ ახლა, მენატრები ძალზედ, მეტად, ცოცხლობს მარტო ხორცი ჩემი, ტანის შიგნით ვკვდები ღმერთად, ვის სჭირდება სული ჩემი, არავის უბედურ ქვეყნად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი