რუსთაველის გრძელი ქუჩები


რუსთაველის გრძელ ქუჩებზე
დავდივარ და ვფიქრობ შენზე,
ეს ქუჩები, ეს ბუნება,
მმატებს სევდას უფრო მეტად,
მახსენდება ის ბავშვობა,
ჩარჩენილი გულში ღრმადვე,
ჩემს ედემზე, რუსთაველზე,
დავსეირნობ მარტოსულად,
ცრემლი ღრუბლის, წვიმა სევდის,
მასველებს მე უფრო მეტად,
ვიცი აქვე დასეირნობ,
გიყვარს ვიცი და ვერ ბედავ,
და ამ ლამაზ გრძელ ქუჩებზე, 
ვერ გპოულობ მიწად, ზეცად,
აი უკვე დაგინახე, გვერდზე დგახარ,
ჩემთან ერთად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი