არეული
უკვე ძალზედ ავირიე, ამერია აზრთა კრება, ეს ფიქრები ამეხლართა, აირია ოცნებებთან, მზის სხივებმა დამწვა ფერფლად, მთვარის შუქი მმატებს, მკვებავს, ღუბლებმა კი დამაბნელა, და ავტირდით ერთ დროს, ერთად, წვიმის ცრემლი მასველებდა, მანაღვლებდა უფრო მეტად, ძილის ჟამი რომ დგებოდა, მიხაროდა ძალზედ, მეტად, გნახავდი და გაკოცებდი, მოვიფხანდი გულსას ჩემსას, მარტო ღამე რომ გნატრულობ, რატომ არ ხარ დღისით ჩემთან? ოცნებები და სიზმრები, მე მაგიჟებს უფრო მეტად, რად ვერ ვბედავ შენთან მოსვლას, მოკარებას, ულევ შვებას, მინდა ისე იყო ჩემთან, როგორც ღამე ვართ ჩვენ ერთად, მზის სხივები აღარ მწვავდნენ, მმატებდნენ მე ნეტარებას, მთვარეს ერთად შევცქეროდეთ, ვოცნებობდეთ ვარსკლავებთან, სურვილები ავიხდინოთ, მივწვდეთ ედემს, ნათელ ზეცას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი