.


უკვე ძალზედ ავირიე,
ამერია აზრთა კრება,
ეს ფიქრები ამეხლართა,
აირია ოცნებებთან,
მზის სხივებმა დამწვა ფერფლად,
მთვარის შუქი მმატებს, მკვებავს,
ღუბლებმა კი დამაბნელა,
და ავტირდით ერთ დროს, ერთად,
წვიმის ცრემლი მასველებდა,
მანაღვლებდა უფრო მეტად,
ძილის ჟამი რომ დგებოდა,
მიხაროდა ძალზედ, მეტად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი