ზეცა


ძლიერმა სეტყვამ დაიპყრო სევდა,
თვით ელვარებამ წამიღო ზეცად,
და წვიმის წვეთმა მატირა მეტად,
რამდენი ხანი იწვიმებს ნეტავ?
შავმა ღრუბელმა დატოვა ზეცა,
და გააღვიძა მზის სხივთა კრება,
კაშკაშმა მზისამ წაიღო სევდა,
როდის დაგვტოვებს ნათელი ზეცა?
მთვარეც გამოჩნდა, და მისი სევდაც,
მასთან ყოფნას ხომ ვერავინ ბედავს,
არ მოაკლდება მზისგან სხივები,
არ დაბნელდება მთვარე და ზეცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი