•••
დაგინახე წამიერად, ვიგრძენ კავშირ მიწის ფესვთან, მივწვდი მთვარის ბნელ ნათებას, გავფრინდი მე უკუნ ზეცად, ვარსკლავებს კი ვკრეფდი ციდან, ვალაგებდი ნაზად, ნელა, ხელისგულზე დავილაგე, და ვითლიდი ყველას ერთად. შუადღის შუქმა გამანათა, ღამის სევდამ, დამაძინა, სიზრებმა კი გამაგიჟა, გამაღვიძა და მატირა. ყვავილებთან ვსაუბრობდი, თითქოს ვიგრძენ სულში შვება, არარსებულ ტალღებს ვქმნიდი, მტკვარს ვუბოძე, დამასველა, ტყემლის ხესაც კი შევეხე, რომ შევეხე დაჭკნა მეტად, მე გიბოძებ დღეს და ღამეს, ჩემს სულში მყოფს მზის სხივს, ნათელს, ავიტაცებ სევდას შენსას, არსებული, გულში ღრმადვეს, შენს ღიმილსაც არ ვინატრებ, დავინახავ დღეს და ღამეს, გნახულობდე ბედნიერი თუნდაც წამით, წამიერად, დაე მოვკვდე და გადარჩე, იცხოვრო შენ მიწად სხვებთან, ატირდები, გეწყინება, გაიხედე ცისფერ ზეცად, მომიკითხე, გამიღიმე, შენ მიწად, მე ცისფერ ზეცად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი