***
რწმენა დავკარგე და სიყვარული, თითქოს დავკარგე ის სიხარული, სულიც მოვკალი, მე დამრჩა ბრაზი, სევდის მწვერვალზე ავედი კაცი, ვეღარც დავდივარ, ვერ ვადგამ ნაბიჯს, ვერ ვლაპარაკობ, დავკარგე აზრი, ღრმა ოცნებებმა, დატოვა ჟამი, ჟამი სიუხვის, მჭვრეტელი აზრის, მივენდე უფალს, არ ვადგამ ნაბიჯს, ტყვიაც მესროლეს, და მოვკვდე აწი, ხორცი მივანდე ყვავილებს, ბალახს, სულით ვევლინე ზეციურ ქალაქს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი