ზღაპარი


ეს ჩემი სიზმარი წააგავს ზღაპარს
აჩრდილი ჩემი გმირია ამბის
თუ რეჟისორი თვით სამყაროა
მის ბედისწერას სტროფებით ადგენს

სამყაროც თითქოს სხვანაერია
არად წააგავს ჩვენს მიწას ჰაერს
მთვარის შუქია ეს დღეც და ღამეც
ღრუბლები იდენს ამ ცრემლებს მწარედ

მისი ბრძოლაა უიარაღო
თუმცა სულშია დაჭრილი მძიმედ
მისი მკურნალი თეთრი მტრედია
მისი სასრულიც ხომ სიმშვიდეა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი