ვიქნები მათგან ერთერთი
ვიქნები მათგან ერთერთი რომელთა სულიც ჩვენს ირგვლივ სუფევს? ვიქნები ნეტავ ტანჯული, გულგაპობილი, ტრფობით რომ იფრენს? სადღაც დარჩება სტრიქონი ჩემი? ვინმე დაიჭერს ჩემს გასვრილ კალამს? იქნება ჟამი რწმენისა, ბრძოლისა აწ, უკუნით და მარად? ნეტავ იცოცხლებს ლექსები ჩემი? მე ჩავაქსოვე ფიქრები მწველი, მკვდარს გააცოცხლებს? მარად ამყოფეფებს? და გაახარებს სიტყვები ჩემი? ხეებს აცეკვებს და გაატიტვლებს, ცაზე ფრთამოსხმულნს გაანათებენ? თუ სანთელივით გადნება, ჩაქრება, კვამლად ამყოფებს? ვიქნები მათგან ერთერთი რომელთა სულიც ჩვენს ირგვლივ სუფევს? ვიქნები ნეტავ ტანჯული გულგაპობილი ტრფობით რომ იფრენს?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი