ეს
ჟამი არის გაცალმტვერებულ სახეზე ღიმილის ცაზე ვარსკლავის თუ ხეზე ფოთლების და ახლა დრო არის გამოფიტული მგლოვიარე აჩრდილის ცრემლების დენის აწ უკვე ახლოს არს აფორიაქებული უარყოფითი ენრგეტიკით თუ რეაქციით აღსავსე მკვდარი პოეტის ემოციების გაჟღენთვის განათებული უკვე დაბნელებულა და ახლად მოსულ ქარის ცივ ნიავს მტვერთან ერთად წაუღია თვით მშვიდობამ დაკარგა თავისი სიდიადე და იქცა ძლიერ ნერვიულ სეტყვად უკვე სანთელს წვა შეუჩერდა და სადაც არის ჩამომდნარი ის, ჩაქვრება და შეუერთდება სიბნელეს მალევე დაკარგავს ანგელოზი თავის ფრთებს და დაენარცხება დაცემული მიწაზე მისი მუსიკაც დაკარგავს ნოტებს ბგერებს თუ აკორდებს და გადაიქცევა ამაზრზენ მკვდარ სიჩუმედ და ისიც დაკარგავს წყურვილს წყლისადმი გამოუშრება ორგანოს ყველა ადგილი თვით სიყვარულიც დაკარგავს ელფერს და იქცევა უბრალოდ პრინციპულ სურვილად ნუთუ ასეთი იქნება სასრულიც? ნუთუ იქ იქნებიან სადმე ანგელოზები რომლებიც ცას გადაგაფრენენ და ღრუბლებზე გასეირნებენ? რა დარჩება მისგან ნაწერი ან მისგან საგულდაგულოდ დატოვებული? სად წავა მისსადმი სიყვარული და გაგრძელდება მაშასადამე წამება კაცის ტანჯულის?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი