მძიმე ამბავი


პოეზია მაქვს ხატად სახული
და გონება მაქვს ქარიშხლის
წამებს თეთრებად ვითვლი
ბაზარზე ლექსებს ვყიდი
თითქოს მკვდარია ჩვენში ზებუნებრივი ძალა
ფულს ვუხდი მხარზე ანგელოზს რომ იდგეს უფრო მყარად
საუკუნეებს დარჩება ძირს ჩაძირული ძალა
ყვავ ყორნებს აჩხავლებულებს 
ნოტები მიაქვთ მარად
და სიტყვებია სველი
წვიმის წვეთებად მოჩანს 
სცენარისტი თუ ღმერთია
ჩემს ბედისწერას ლოცავს
სტროფს სტროფზე ჩქარა წერდა
მიუყვებოდა ამბებს
და სამყაროა წიგნი
მთავარი გმირიც ყვირის
განწირულია ცოდვებით
მძიმე ამბავი მისი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი