ღრუბელს ცრემლები მოედინება
მიწა ყვავილნი დასველდა ჩემგან
მზის სხივი შენი თვალებს მისველებს
და რაღას ვნატრობ აენთე მეტად

ბნელ ზეცად მყოფი ვარსკვლავთან ერთად
შორიდან გიცქერ ანათებ მეტად
სინათლე მჭირდება დავრჩი მე ბნელად
შორიდან მოჩანს ეს სხივთა კრება

ღამის სიბნელე მაფიქრებს მეტად
მთვარის ამოსვლა მახარებს მეტად
და გათენება მაშინებს მეტად
დილას ანათებ მე კი ვერ მხედავთ.

რას გავატანო მანინშნეთ ვინმემ
და ცივი ქარი წაიღებს ნეტავ
წარსულთან ბრძოლა ისევ მაბრკოლებს
ვერ შეგუება მამყოფებს ზეცად

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი