ერთი ნახვით შემიყვარდი
თოვდა, ჩემს თვალებთან ფიფქები ფიქრებთან ერთად ჰქროდა, ფანჯრის სარკმელთან ვიდექი, ღიპი კი რაფაზე მქონდა. ვხედავდი მესერს, მეჩხერს , ორ ღობეს თოვლიანს, მის უკან კიდევ გოგონას ქოლგიანს, და მასაც თოვლიანს. ორ ღობეში უდარდელად მოდიოდა კოხტა ქალი, მას უკან კი მოჰყვებოდა ქალზე უფრო კოხტა ქარი. მე ამ ქალმა გამიჩინა გულში დარდი, სულში ლანდი, სახტად დავრჩიი როგორც კრავი , მგლის ხროვაში ერთი ცალი. წითელი ქოლგა გაფრინდა თეთრი ფიფქები აზვირთდა, გოგონა ქოლგას მისდევდა , ქარი უკან არ იხევდა. ვუყურებ და ვიშმუშნები, დამიარა ქალის დარდმა, გადავწყვიტე მივეგებო და მოვსტაცო ქოლგა ქარსა. ქარს ქოლგა ქუდად მიჰქონდა, თითქოსდა თოვლში სციოდა, გაშვებას არცკი ფიქრობდა , ალბათ შინისკენ მიჰქროდა. სახე უცებ ამერია, სუსხი გულში გამერია, სიყვარული მომერია, გარეთ გასვლა მისი დაცვა, კაცობაში მაგრად ჩამწვდა. ჩემი გასვლა ქარის წასვლა , ქალის ქოლგის ხელის სტაცვნა, ასე იყო დაწერილი ბედის წიგნში აღწერილი. გოგონა ჩემსკენ მოიწევს ჩემი ლოყები წითლდება, წინათ თუ სალამს ვფიქრობდი ეხლა გულიცკი მისკდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი