ვერავინ დამიშლის ამის თქმას
საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს, მე მონატრება მეწვია ავდრათ, ნუ შეადარებ მას ნურც ტაიფუნს და ნურც ნიაღვარს მოვარდნილს სახლკარს. ის შეადარე სამსჯავროს განსჯას და მიაბარე წარსულის ნატვრას. მე ხომ ვერავინ დამიშლის ამის თქმას , რომ შენ მიყვარხარ. სასო წარკვეთილს და უნუგეშოს მინდოდა ცხოვრების ჩათვლა არაფრად. გადარეული და მომღიმარი ვაგრძელებ გულის დაფერფვლას კვლავაც. გათელილ გრძნობებს ვეამბორები და მახსენდება შენი ხმა ახლაც. მე ხომ ვერავინ დამიშლის ამის თქმას , რომ შენ მიყვარხარ ამ წამს. შენ შემიყვარდი გამეტებით , ბედნიერებით ამევსო გული. მინდოდა შენთვის კვლავაც, რომ მეთქვა ჩემი ცხვრება ხარ ასე ნაფერები. ჩვენ უნდობლობამ გაგვწირა ალბათ, და დაგვიმკვიდრა ასეთი ბედი. მე ხომ ვერავინ დამიშლის ამის თქმას , რომ შენ მიყვარხარ მარად. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს, მე მონატრება მეწვია ავდრათ, ნუ შეადარებ მას ნურც ტაიფუნს და ნურც ნიაღვარს მოვარდნილს სახლკარს. ის შეადარე სამსჯავროს განსჯას და მიაბარე წარსულის ნატვრას. მე ხომ ვერავინ დამიშლის ამის თქმას , რომ შენ მიყვარხარ პატარავ ამ წამს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი