არასდროს დავნებდები


რო აფრინდება ფიქრები ცაში,
შენთან მოვდივარ წვიმაში ქარში.
არმელევიან რითმები გზაში,
მე შენთის ვიბრძვი ამ ცხოვრებაში. 

ბედნიერი ვარ ვიფიქრე  გზაში,
საჩუქარი ხარ ჩემს ცხოვრებაში.
ბარდნის და ბარდნის ცა არ ჩერდება,
ჩემი ნაკვალი უკვე ივსება.

მე მოვინდომე გარბენა ამ გზის,
მინდოდა შენთის მორთმევა ვარდის.
ბარდნის და ბარდნის ცა არ ჩერდება,
ჩემი ნაკვალი  უკვე ივსება.

მონატრებული თითქოსდა ავდრის,
სახეში მირტყამს მე სუსხი ზამთრის.
ბარდნის და ბარდნის ცა არ ჩერდება,
ჩემი ნაკვალი უკვე ივსება.

ვებრძვი ცხოვრებას გიახლოვდები,
გული მისკდება თითქოსდა ამ გზით.
ვარდიც აღარმაქვს ქარმა გალია,
დაუნდობელი დღეს ავდარია. 

ბარდნის და ბარდნის ცა არ ჩერდება,
ჩემი ნაკვალი უკვე ივსება.
მე მენატრება  დანახვა სახის,
რომელიც მიყვარს აქედან ცამდის.

ბარდნის და ბარდნის ცა არ ჩერდება,
ჩემი ნაკვალი უკვე ივსება.
წაქცეული ვარ მე თოვლში სახით,
ფეხზე ადგომა მიჭირს, ნეტავი რა მჭირს. 

ბარდნის დაბარდნის  ცა არ ჩერდება,
ჩემი ნაკვალი უკვე ივსება.
მე მიჭირს გავლა შენამდე ამ გზის,
დამელოდები, მოვიდე სხვა გზით ?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი