ჯიჯი შენ რა გგონია


ღრუბელი სევდიანი ზღაპრების გუდა,
კვლავ რომ აფარია ჩემს გრძნობებს ქუდად. 
ჩემი ლომური თავმოყვარეობა,
როგორ ძაღლივით ამიწკავწკავე. 

ისევ ვადევნებ ვარსკვლავებს თვალს,
მე მხოლოდ შენი თვალების მწამს.
რომელიც არ მეტყვი არასდროს უარს,
და იგი ჩემთვის ინათებს დღესაც და ხვალც. 

ჩემგან შენამდე ძალზე შორია,
შენ ჩემო სულის მელოდიავ.
შორის დებულიც ორია,
ერთი სიყვარული და მეორე მელანქოლია.

მე არ მგონია , რომ გრძნობა ორია,
სიყვარული და კიდევ ფობია.
სულ არ ვიცი სხვას რა ჰგონი,
სხვა გრძნობები ამ გრძნობასთან შედარებით მონაგონი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი