სურვილებს გაცდი


ჩემი ცხოვრება , გრძნობები აწეწილი,
და ეს მოჩვენებაც წარსულიდან გადმოლეწილი.
ჩემი სურვილები , ფიქრებს აცდენილი ,
და შენი სახეც უკვე გაცრეცილი.

ეს არის ის ყველაფერი რაც მე განმაგებს,
და გული ჩემი რომელიც ამ წარსულზე კვლავ გრძნობებს აგებს.
სურვილებს გაცდი, ფიქრებსაც ასცდი,
ამ ჩემს გულის თქმას მხოლოდ შენ ჩასწვდი.

რას მივაწერო ეს ჩემი ფიქრები არ ვიცი სწორედ ,
არეული მაქვს მე ცხოვრებაში დღეცა და ღამეც.
შენზე ფიქრებით მე დღეს ვაღამებ ღამეს კი პირიქით ისევ გადავათენებ,
ალბათ ერთი ხარ ამ ქვეყანაზე , ვის მონობასაც კვლავაც ვაპირებ.

არვიცი მოსემ როგორ გაუყო ზღვა ადამიანებს ,
ან კიდევ როგორ მოგვცა ათი მცნება ასეთ ვერაგებს.
არ ვიცი არაფერი მე ამ ქვეყანაზე,
გარდა ერთისა რომ მელანდები დღეცა და ღამეც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი