უსათაურო
მშვიდად ვწერ თუმცა უამინდობა, ეალერსება სიზმრისფერ ლერწამს, სევდა კი ბებოს ხელით ნაქსოვი, თბილი ქუდივით ერგება შენს თავს. მე მივაბიჯებ ცოტა ფრთხილად და ვუსმენ მუსიკას წარსულის ხიდით, შენ დაგივიწყეს ალბათ მთლიანად, რადგან სამყაროს უკეთეს ხდიდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
🙌