lepidodendrons
მე ის გოგო შემიყვარდა ლურჯად, ისე როგორც მეფეს გლეხის ქალი, მის თვალებში თამაშობდა ურცხვად, დედამიწა ვარსკვლავებით მთვრალი. რადგან ლექსი მეწყერივით წყდება, უძილობით ვუღალატებ სიზმრებს, და შენს თმებში ლოცვისფერმა ქარმა, უანდერძა სიყვარული რითმებს. ღამეს ვამტვრევ ახლა შენზე ფიქრში, და ვიხსენებ დღევანდელ დღეს ფრთხილად, მე არ გიცნობ მაგრამ თითქოს ვიცი, რას აკეთებ, რა გინდა და ვინ ხარ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი