პასუხი მოვთხოვოთ — მაიაკოვსკი
გრგვინავს და გრგვინავს დაფდაფი ომის, მოითხოვს რკინა — რომ სისხლმა ფეროს, ყოველის მხრიდან — ხვედრია მონის ფოლადის ხიშტებს რომ დაეძგეროს. მე გეკიტხებით: — „მითხარით რისთვის, ზანზარებს მიწა გაძარცვული მჭლე და მშიერი? — კაცობრიობა ბანაობს სისხლით, მხოლოდღა მისთვის, ვიღაც ძლიერი — მსუქანი გახდეს ალბანელთ მიწით! გაბოროტება არ სცილდება ბნელ ურდოს კაცთა, ალბათ სამყარო ახლა დარტყმებს ისევ იგემებს, — მხოლოდ იმისთვის, — ბოსფორში გასვლა — უსასყიდლოდ სურთ სამხედრო გემებს. ნეკნს ჩაუმტვრევენ მრავალ მხარეს უნდა ვიფიქროთ — სულს ამოხდიან, გადათელავენ, — მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ითხოვს — მესოპოტამია ტყვედქმნილი ჰყავდეს. ვისი სახელით ქვეყნებსა თელავს მოჭრიალე ჩექმა უხეში? ან და, რა არის ომის ცის ქვეშ თავისუფლება? აღსდექ, ჩაგრულო, — სხვისთვის მდგარო სისხლის გუბეში და მტარვალს უთხარ: — რად გვაბრძოლებ, არ გაქვს უფლება!.. 1917 (თარგმანი კ. ბობოხიძისა)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი