ბავშვობისას (ნაწყვეტი პოემიდან „მიყვარს“) — მაიაკოვსკი


მე სიყვარულით
არ ვყოფილვარ ღარიბი,
მაგრამ ბავშვობიდან
სხვებსავით არ ვშრომობდი,
მიყვარდა რიონის ნაპირი ნეტარებით,
ტოლებთან ვომობდი,
მიყვარდა ტალღების გრიალი,
უსაქმო ხეტიალი.
მიწყრებოდა დედა:
— „ამას რას ბედავ?“
არ ვუსმენდი მამის
მუქარას წვეტიანს
და როცა ვიშოვიდი
ყალბ სამმანეთიანს,
მე ჯარისკაცებთან 
ბანქოს ვთამაშობდი.

არ მქონდა ფეხსაცმელი 
პერანგი, — არ ვიცოდი.
ქუთაისის სიცხეში ვიწვოდი.
შევაქცევდი სხივების შუქს 
ხან მუცელს, ხან ზურგს,
სანამ გამთანგავდა სიცხე...
კვირობდა მნათობი ფიცხი:
— „თვითონ ძლივს მოჩანს 
და მაინც ცდილობს.
პატარა გულით,
არ იმჩნევს დაღლილობას!
სულ არის ერთი ადლი,
სადა აქვს ადგილი,
რომ ისრუტავს მდინარეს,
ჩემს სხივებს მცინარეს
და ღრუბლებს მძვინვარეს?“

1922 (თარგმანი ვ. გაფრინდაშვილისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი