დაცემა
სილუეტი იდგა მარად, აუღებლად, თითქოს წყნარად, ქანდაკება ბუმბერაზი დგას ამაყად, გრძნობით - ავად, სიდიადეს შეეპარა ნაპრალები ავად-წყალად, დრომ ის ჟანგი მოიტანა, რომ არ ჩანდა თავისთავად ღამის მწარე სიჩუმეში მექცეოდა ცა მალმალად, ჩემი მკრთალი ქანდაკების ქცევის ლანდი ჩანდა მწავლად, სულის მღვრიე წამებ-ტკივილს ვერ გავუძლე დასამალად, ჩემ ძახილსაც წავაყოლე ბრაზი, სევდა, გხვდების თვალად. ის ვინც იყო მოსაგონი დავიწყებას მიეცემის, და გრძნობების ცეცხლის შუქში მისი სახე დაეთვლემის, მის დაქცევას სულ ღიმილით შეხვდებიან მხილვნი ქცევის, წაქცეულსაც მიაყრიან მიწას - სინდისს რამ არ ქეჯნის. ზოგს ღიმილით დაებედა თბილი, ცხელი, ჩუმი ღამე, ზოგს დაურჩა მოსასმენად ბევრი მწარე ჭირი რამე, ზოგს მუზა არ ელეოდა, სათქმელად ბევრს წერდა მავნედ, თუმც იმ სულითსავსე თვალებს არ აგდებდა თითქოს რამედ. ამ დღეს არ ვარდნილა არც გრდემლი არც ცრემლი, სანთლებსაც ამაღამ კვლავ ანთებდა მრევლი, ცხოვრებამ კვლავ გვიჩინა სურვილი ვედრის, ცხოვრებამ კვლავ იარა სულკეთილ ელვით. მწარე ტკივილი შეიგრძნო ყველა ირგვლიმყოფ სულმა, სისხლიც გაუშვა ნელნელა ავადმყოფ გულმა, იმედით ჩახედეს ყველა ცხონებულ სულმა, ცხოვრებას აჯობა საჭმელმა უმმა. დღეის მწარე გახსენებას დავარქმევ თოვლს, იგი დნება, მის მაგივრად წვეთები მოდის, ვით გულის ტკივილით გაშვებულ ბოლს, ჩამწვარი გული დღეს გვკარნახობს დროს. მე ჩემს სიყვარულს ვუწოდებ ომს, ღიმილით ჩავცქერ ჩემს ჩაფერფლილ გულში, ამ დღეს მე აწ არ ვიტყვი “რომ”-ს, ნოსტალგია ჩამითრევს კვლავ ჩემს უფსკრულში ღამის ულევ სიჩუმეში ისევ ვიხსენებ რომს, რომ იქცეოდა ცეცხლის ცქრიალში, ტკბილმწარე სევდით მე დავტენი თოფს, და გავეშვები ტერაბიტიაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი