06.12.18


დეკემბრის ექვსია, თვალებზე რომ მადგას
ყვავების ყვირილი ვერავინ გაიგო
ზამთარს რომ ლამაზი გვირგვინი დაადგათ
ძმა რომ მომიკლა ეგ დარდიც წაიღოს

შორიდან ჩამესმის სიცილი აფხარცას
კოცონის ფიჩხები უცეცხლოდ აინთო
სოფელმა ხელიდან ჯამბაზი გაუშვა
სოფელში სიცილმა უეცრად დაიკლო

ხვალამდე მორჩება სიმღერას აფხარცა
საფლავის სინესტე ყველა ხმას გააქრობს,
ზამთარმა სიმშვიდე ყველას წაგვართვა
ხვალიდან სიმშვიდეს გავატან გალიონს

უკან რომ უმწეო აფხარცა არ დამრჩეს,
ყინული ფიჩხებასაც რომ არ მოედოს...
ზამთარს რომ ლამაზი გვირგვინი დაადგათ
ძმა რომ წამართვა ეგ დარდიც წაიღოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ლუკა ნატროშვილიუპროფესიო 2 კვირის წინ

მომეწონა .

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი