არშბების სახლი


ძვირფასო მატილდა, არშბების სახლს რომ ეწვევი
არ ისაუბრო ცუდად, მეგობარო
სხვანაირი გათენება და დაღამება მეგონაო

არშბების სახლს რომ ეწვევი არ მესაუბრო პატრიოტიზმზე
ჩვენ ამ სიტყვას ცხოვრებაში ერთხელ ვამბობთ
ზოგი ვერც ასწრებს ამასაც

კიდევ...

არშბების სახლს რომ ეწვევი, არ მითხრა უფრო ლამაზი მეგონაო.
სილამაზე ჩვენ სხვანაირად გვესმის, ან არც გვესმის


სახლში შესასვლელად კარებზე დაკაკუნება რომ დაგჭირდება, მანდ უნდა მიხვდე, რომ საერთოდ არ გელიან

ნუ ფიქრობ დაკაკუნებაზე, მატილდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი