ჯინსის უკანა ჯიბე
რა არის რკინაზე მტკიცე? ან რა დგას კანონზე მაღლა? რადგან მადგას ენაზე არ შემიძლია არ ვთქვა წინა თაობამ შეკრა ორდენი შიფრით ,,იცოდე არ თქვა” ყველამ ჯიუტად დაირვქა ბრძენი, რომ გაუთიშეს დენი, ყველამ იუდად დაარქვა ვინც მოირგო ენა ჩვენი, პურის ფულს მალავენ წინდაში დანარჩენი არც არის მოსაყოლი, ყველა საბჭოთა საკეტს აქვს თითი მოსაყოლი, არ ცნობენ კალიბრს თუ არ სდევს დანაკარგი და ტუქსავენ ბავშვს, რომელმაც მიხვდა არ ყოფილა დანა კარგი ასე ვტრიალებთ იგივე წრეზე, ვნატრულობთ, ცრემლებს ვღვრით იგივე დღეზე, ყველას მოაჭრეს ენა ვინც თქვა იგივე ესე და წლებია ქართულის წერაში მოდის იგივე ესსე. სიტყვების წყობა განსხვაბებული და იმ წამსვე მეცნენ და იმ წესს, რომ წერდნენ ვერცერთი მიხვდა, რომ იმ ფესვს ვერ თესდნენ, რომელიც არგებს სხვასაც არ აქვთ ბუნების გრძნობა ამიტომაც ატანენ პარკებს ზღვასაც, ვთქვათ რომც დათესეს ვინ დაკრეფს მათსას, ვარ ჟანრის მოღალატე კომპოზიტორი ვინც არევს საკრავს. ამ სახლებს სხვისი სუნი დაკრავს, ბოლოს არის ბოლო ზარის ხმა, რომ გასტანს და ისარის გრძნობა ის არის უცხო სულებს ფატრავს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი