თბილი ზღვა


აქ ნაქარგი გაიცრიცა ყველაფერი,

აქ ნაკაწრი გაისრისა ყველა ჭერი.

აქ ამ ვაზის გაიფიტა ყველა შრე

მეტაფორული წვიმა ოღონდ მე გავშრე,
აქანდაზის მეშვებოით გაიდიდა ყველა დღე

მეტად მორთული პრიმა ოღონდ მექარწყლე.
აქ ანდაზის მერყეობით გაიფიქრა ყველა სდექ.

ამ ფრიაქის აფთიაქი ვიპოვე, შევიმოსე მე ბოროტად, ზღვა ან კარიბჭე,  თვალთახედვამ
მეტი მომცეს სხვა ან ქალის ტყვე. თუ სადმე ტყავს გასდის  ფერი,ანდაც კრავი მღერის  კოცონს ფლეიტა მოვუხდინე ამდის სუნი მტერის კი და არა მტრის, შეკითხვა ,,კი ან არა”მღლის. გალობად გალობას კოცონის ორთქლზე სული მღერის, განდეგილთა კრება, მარტო ანაფორა სუფევს ბერის, თიხის პავილიონებს ვანდე თავი აქ ამხადეს ანტრა, კაცი ამფიბია კოჭებში მერჭობა სალამანდრა. მელანქოლია, რაც აქამდე მე არ მქონია, ოთახში ცარცი და მოძრაობა წრიული, 
ფრანგთა ფრანკი და გადამალეთ დღიური პროზა, ფრთათა ფრთა კი  ბოდვას ვიწყებ მივიღე დღიური დოზა. და თუ დაჯდება კარტი რა მაქვს ნაკეთები, ბოქლომს ვაცვი ხელნაკეთი საკეტები, შემიგროვდა რაც პალმებს ცვივა ქვიშა, კათარზისის მაკეტები, ამ ირმის ნახტომში ნოვაა სუპერ თითქოს მარკეტები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი