პანთეონის მემუარები


მე ვესაუბრე ჭაობებს,
მე ვესაუბრე ხეობებს,
მე ვესაუბრე თაობებს,
მე ვესაუბრე მეფეებს, 
მე ვესაუბრე ყველას,

ღატაკ სოციალურ ფენას,  მანქანის მრეცხავს,  ვესაუბრე დაჭრილ მერცხალს, მე ვესაუბრე  ვინც გაბრაზებიზას ფეხს ადგამს პედალს, ვინც წარმატებას ეძახის მედალს,  მე ვესაუბრე უბნის მკერავს, ვინც გვამებს სერავს, ქოხისთვის ფიცრებს ხერხავს ვესაუბრე მათაც მე,  რევოლუციის  ტყვიებს გადავცხე და 1 ღილაკია  კათარზისამდე, ახალგაზრდა  ციხიდან წერილებს ატანს მტრედებს მამამისამდე, სახლიდან გასლვამდე ჩამოჯდომაა მთავარი გზამდე და თუ ვინმეს არ სურს ბილიკი შენი ძალით თან არ იბამდე.

ყველგან შეხვდები ჩვენს კვალს ნიკოფსიიდან  დარუბანდამდე, ვიტყოდი მეტსაც, მაგრამ პირობა დავდე, სარკეს შევფიცე  ვეცდები მას, რომ ვგავდე და წერილში ჯანსაღ ფესვებს ვრგავდე, ბრმა მეკობრე ვარ თითქოს განწირულ გემში ბოთლით წერილი ჩავდე, მიზანია ჩემი სინათლის გარეშეც ვჩანდე  უშუქობაში მანდაც, ვინამც მიწა დაიმკვიდრა როგორც ნავსაყუდელი მისი მე ვესაუბრე მათაც გავანდე ტკივილი სხივისი.

პასუხი იყო ერთი, სამოთხემდე არ მისული თასმას გაგიხსნის ღმერთი თუ გზაა უკვალი,  ყველამ მოძებნოს საკუთარ თავში უფალი, მარტო მაშინ იქნება თავის უფალი, მაგრამ ამჯერად  ნუგეში გახდა ისევ მთაწმინდა და საბაგირო, ვისაც ვესაუბრე მითხრეს ყველა ხვდებოდეს ყველაფერს სულაც არ არის საჭირო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი