ATM
სულ უფრო ნაკლებად მხვდებიან ქუჩაში ბავშვები ბურთით ხელში, საუზმედ ყავა ამოვიკითხე სუბტიტრებში, არ უყვარს შემოსვა სულს სულ წითლებში, სასტუმროს მივაგენი სახელად ,, სულ ფიქრებში” და მის მერე ვარ სულ ფიქრებში, ვინც დაარქვა ეს სახელი ამყოფებს სულს სულ ფიქრებში თუ უბრალოდ ბავშვური რომანტიზმი და გატაცებაა სურვილებში და უცდის განაჩენს, თავი მგონია გულივერში, ერთი რაღაც დიდი ფიქრი დადის შთანთქავს სხვა ფიქრებს და დანარჩენს. ჯიბით მოტანილი მოხარშული რძე და ბალახი, საწოლის ქვეშ გაცვეთილი ჩახმახი, მერხის ქვეშ პასუხების კარნახი, სადარბაზოში საზარელი ფაქტები ნანახი, პირველად ნაცადი მანდრაჟი, მე და ჩემი მეგობრები და ბოროტი ბიძიას გარაჟი, გაჭედილი პეპლები საკრავში, ვიღაც ობოლი ბავშვი შეჯიბრით ერთობა ძალაში, სანამ სახლში ვზივარ ვსწავლობ, რომ ერთობაა ძალაში და არა პირიქით, ახლა გონებრივ მარწუხებს აწუხებს ვერდიქტი სარკაზმით ირიბით, ის ბავშვები ვეღარ პოულობენ სახლის კარებს კახელი ვირივით, საბნის ქვეშ რიტუალების დროს ჩავანაცვლე სანთელი ფითილით, შემდეგი სტროფია ნაკარნახები დეზერტირების მიერ ჩურჩულითა და სიფრთხილით, ექოში ჩავარდინილი ირონიული ტონითა და სიცილით. ანაცვლებს ნაქსოვ ქუდებს უსასრულო რელსები და ეს სიზმრები, მახსოვს ფესვები ამიტომ შემდეგი ეტაპია ,,იმერული ესკიზები” ფრაგემნტებად დაყრილი სატყუარებით სარკე დავაფრთხე და მისი ხის ანარეკლები შეძახილად გავახმე, უცხო პირი და თუ ვერ მიხვდით რომელი სატყუარებით გავთხარე ჩამთრევი ძირი მაშინ წარმატებული შეძახილით გახმა ხე. ყველა ბრუნვა მოთვინიერებადია გარდა ,,მე” გვიან მივხვდი, რომ სახელობითი ფორმა უბრალოდ მგავდა მე, გამოირიცხა უილიამი და რობერტი და სისხლით გაისვარა მოლბერტი, სახლში მყოფი სანათურებიდან გაეთიშა ორს დენი და დაიშალა ჩემი ოთახის ტამპლიერთა ორდენი, მეზობლის ოხვრა, რომ ეს ყველაფერი ვულგარულია, იმის მიზნით, რომ შებრძანდეს შინ ვუბოძე, რომ მის სალათში უგემური ბულგარულია (მართლა უგემურია) ეს ეპოქა არაა ჯვაროსნული, მაგრამ ჩემი სტილი ურბანულია, თუ გულს არ უნდა, სურვილი ,,თავს უნდა” ნულია. ზემოთ ხსენებულ სამ ტაეპში ქარხნის დაბეჭდილი წვენები და ბავშვური ნოსტალგიის არომატები, ღამის ნიჩბები თუ ხელში მაქვს ჩემი მოძრაობებით მოგაგონდებათ აკრობატები, მიზანია თანამეინახე ვპოვო ნავსადგურზე ხოლო ჯერ სიმარტოვეში ვანათებ, როგორც ავტობუსის გაჩერებასთან მყოფი ბანკომატები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი