უკანა გზა
საათის ისრებმა აჩვენა გამთენიის 5 საათი, იგივე სკვერში, იგივე სკამზე, გრძელდებოდა კამათი ზუსტად 5 საათი და მთვარე გახდა მოწმე, მთვარე გახდა ჯალათი, უთქმელი წყენები გონებაში ატივტივდა როცა ბარში დადასტურდა ბარათი და თუ მინდა გავაგრძელებ რითმების ამ კონცეფციას, ვარქმევ წერას თვითგამოხატვის ამუნიციას და მაინც აღწერა გრძელდება თუ რა ქვია ამ ალუზიას, როცა რამდენიმე წაქცეული ჭიქის შემდეგ ბრუნდები ფეხით სახლში, ხარ უფრო ადამიანი ხალხში, ციმციმა ნათურა ბაღში და მშიერი კატა შესასვლელ კარში. ტაქსის გამოძახება არც მოდის თავში, რადგან ღამეა მშვიდი ჩვენს თვალში, რომ მოკვეთოთ ტერმინი ჩვენ და არ მიიღოთ ირიბად თქვენ, ნაგულისხმებია კერძოდ კაცის გზა თუ რას განვიცდით ჩვენ, უკანა გზაა გრძელი და დიდი, თუნდაც სახლამდე იმდენად შორი გზაა, რომ დაგჭირდეს გიდი, დადიხარ ნაცნობად უცხო ქუჩებში ფლიდი, იხსენებ მომენტებს სადაც ახლო ადამიანს სიამოვნებას ჰგვრიდი და ნუ არ მინდა რომანტიზირება ბანალური სუბსტანციის ყველა კაცი უკანა გზაზე გადის უკანა გზებსაც კი და ბევრ უთქმელ ომს შიგნიდან აგებს, გონებაა მშობელი, რადგან შეკითხვებს ბადებს, უკანა გზაზე მყოფი იდენტიფიკაცია ისეთი მისტიური, რომ შურს მეთევზის ბადეს, ასევე ილექება მაგ დროს თუ რა საიდუმლო შენ განდეს, დადიხარ ისე, რომ ჩრდილი ჩანდეს. სულ რაღაც ნახევარი საათის წინ ბარმენმა შეიტყო შენი ყველაზე დიდი წყენა და თურმე მოგონებებსაც ცოდნიათ კბენა, წარმოიდგინე ბარმენმა იცის და ბავშვობის მეგობარს უწევს დევნა, რომ ნახო მაინც, სადმე შემთხვევით გადაეყარო მაინც და მაინც 10 წლის მერე არა, სადაც ორივე ცხოვრების ფერისგან დაცლილი კმარა, უკანა გზაზე გიწევს ფიქრების პრობლემებთან მოკარება, უკანა გზაა რევოლუცია თითქოს მთვარის მოტაცება. ან იქნებ უკანა გზის დროს ფიქრები იხლართება ერთში და ხდება საიგავარაკო და გიწევს უჯრიდან ფურცლები იპარო, წარმოიდგინე მოგენატროს უკანა გზისას ის გოგო ვის გამოც ბღაოდი და იმდენად გვიანი იყოს, რომ აღარაფერი გქონდეთ სალაპარაკო და მაინც იარო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი