…
მოყავისფრო კორპუსის აივანზე მყოფი გაცრეცილი ჭრიალა მაგიდა მეკუთვნის მე, სადაც ყოფას, რომელიც ეკუთვნის ყველა მსუბუქ წონას ფანტავს ფანტელებად ორგანიზმში შეღწეული ნიკოტინი. უბნებად ახლოს ხეების ირგვლივ დაყრილი ნაგავი და წვიმისგან დასველებული სასრიალოები, ნახევრად გაშლილი ქოლგები, შავ სათვალეებში და შავ პალტოში გამოწყობილი ქერა გოგოები, დიფუზიურად ამბიციური ქუჩის მეეზოვები და ყვითელი ფოთლები. პერმანენტული სიმშვიდე და საღამოს გასეირნებები სკვერში, დაღლილობის გრძნობამ იმატა და ფეხი აღარ მომყვება მე, დედას არ უთხრა, რომ აქ მოგიყვანე თორემ საღამოს მომხვდება მე, დღიური ვიყიდე და თამასა იმდენად ავიმაღლე, რომ ყოველ საღამოს მოხდება დღე და საბოლოოდ მორჩება შეძახილით გამხმარი ყოველი ხე. ყავის ჭიქით და გახვრეტილი თითებით იწყება ყოველი დღე, თან ვიცი ეს ყველაფერი აზრსაც ატარებს, მაგრამ დროის ტარებაში არ მინდა გავიდეს ყოველი დღე, დაძველებული რადიო შელოცვა არა, მაგრამ ჯაზს უკრავს და თან მუსიკას ამყარებს, ძველ კარადაში უჯრას ოდნავ უნდა მიარტყა, რომ გაიღოს და სწორედ იქ ვინახავ ნაწერებს, მყავს ერთი მეგობარი, რომელიც ერთადერთია ვინც იცის ამის შესახებ და ერთადერთია ვინც მეგობარია. ცოტა მეშინია, სიკვდილის წინ დავუბარებ ყველაფრის დაწვას და იმედი მაქვს არ მომთხოვს ყველაფრის ახსნას, ურთიერთობების ჩახსნას დავაბრალებ გრილზე დამწვარ სტეიკებს და მოვითხოვ შავი ყუთების გახსნას. კი სწორად გამიგეთ, მინდა ყველაფრის დაწვა, არც ვნერვიულობ, რადგან ორივე გაგებით არ მაქვს ,,მეტამორფოზა” ან არ გავდივარ პროცესს, ვითვლი ამ დღეების პროცენტს, მაგრამ ყველა დინჯად დამდგარ კაცს ნუ დაუძახებთ საკითხის დოცენტს. თანაც გამოჩნდება ბრიყვი, რომელიც მომთხოვს სამხილის პორტრეტს და სწორედ მანდ ვიგრძნობ სამიზნის პროტესტს. გვემაში მყოფი ტყვედ თუ შევიტყვე ახალი ინტრიგა არ შევიტყობ და თითქოს მოსე ვარ ამ ემოციების ზღვასაც წითლად გავიყოფ. ყოველთვის დრო უნდა კიბის ქვეშ მყოფი მორალის პოვნას და ნუ გაუსწრებთ მოვლენის ყოფას, ამით იმის თქმა მსურდა, რომ მარტო ალკოჰოლი არ იწვევს გონების თრობას და ასაკის მოსვლას თან სდევს გონებაში პროპანის მოკვლა,სადღაც აბრეშუმის კალამი დაკარგავს სტროფების თხრობას და მანდ მოვა მომენტი ჰობი აღარ იქნება ხის ტოტებზე წვეთების ლოცვა, დღეს გავიზარდე და ხეებმა ფურცლები მომცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი