ჩამოფარებული ფარდა


ვინ დააფასებს შრომას, 
უმწეოს მახურავს საბანს; დე, 
ყველა მის ქმედებას შრომა სდევს საფუძვლად. რამდენი წამი ვლიე უქაროდ, აძონძილ, ვაგონად; რამდენჯერ დაირხა ხმები, რომ მივქარავ; მივბაძავ უბნის მკვლელ მათხოვარს, არც ერთხელ, არა, დე! (არვიცი)

ხელმოცარული დამაქვს სიტყვა საბრძოლად; ვისმენდი ტაეპებს. 
თიხა ხარ, იქცევი მიწადვე; 
ყოველდღე ვცდილობ, არ შევეთვისო სიხამეს იმ ხელ მრუდ სიხარბეს.

არჩევნად არჩევნის არჩევაც ისწრაფეს; 
სოციუმს სისწრაფით და არა ფარულად 
სრულად ფსკერისკენ მიგვათრევს; 
გვეტყვიან არ თქმულს; და მთავრობა იმარჯვებს; შემდეგ კი იმართლებს, ამართლებს მასას; ერთი წრის მქონე ეშელონს უკეთებს აბჯარს.

ვინ ხარ შენ; მაწუხებს არარაობის განცდა; არა რაობის, არამედ რაც მწადდა ვერ დამცდა.

ვუყურებ თაობას; რყვნილია, რასა იმ რჯულის თაობის, ქრისტეს ღვთისმშობელ მარიამს, წილხვედრი რომ ახურავს კალთა.

მათზე ზნეობრივ რეალურ საზღვარს რყვნის ეს ეპოქა, დასავლურ ქარად; რას ნიშნავს ყიდიდე სამშობლო მშვიდობის ფასად.
აბიტურიენტი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი