ხანდახან
ხანდახან იშვიათიც ასეთი ვარ, ეჩვევი..არაფერი ამის მერე, ამაზე,უკეთესი ლექსებიც მაქვს, ამაზე,უარესიც,დამიჯერე. მთვარეზე არასდროს რომ მიგესვლება, მხრებს იშლი,მაღლდები,ვეღარ რჩები, ყველა ოქროზე ძვირფასია, მიწაში გახრწნილი,დედაჩემი. ქარები აწყდებიან მტვრიან ქუჩებს, არ გვახსოვს არაფერი,არც ასეთი, ხშირად თავს გვახსენებს და გვიყუჩდება, სხეულში,ტკივილივით,აფხაზეთი. ხეებზე შეგიძელი,გამექურდა, სიცივე,ჯობდა რომ არ ეთოვა, ურემი ცხრაჯერ რომ გადაბრუნდეს, გზები,მოსასვლელი, დაიტოვე. კადრები აეწყოს ან გაიყინოს, სული სისხლივით რომ დამიშრება, ის ჩვენი სახლი რომ გაიყიდა, ბავშვობაც ვერ ვიცხოვრეთ,ბავშვებივით. შენამდე ჯერ ისევ სამი თვეა, მრავალჯერ ნაცადი,გაწყვეტილი, ვაი,თუ ტირილამდე დაგითვრე და ვაი,თუ დათრობამდე,ამეტიროს. ხანდახან იშვიათიც ასეთი ვარ, ეჩვევი...არაფერი ამის მერე, ამაზე,უკეთესი არ არსებობს, ამაზე,უარესიც,დამიჯერე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი