End


დაშრება წყარო,დასკდება მიწა,
ჩამოიშლება სახლები,მთები,
გაიყინება მზე,ცის ლავიწი,
ჩამოიშლება ღრუბლები თმებად.
ჩაქვრება ღამით,ყველა ვარსკვლავი,
ბებერი ძაღლიც წავა,ეზოდან,
უნაყოფო ხეს,შიშით დაკლავენ,
ინატრებ,ამინდს,გამოგეზოგა.
დაწვავენ ტაძრებს,მოლანდებები(თ)
დადუმდებიან,უმადლო ქვებზე,
მოთეთრო სისხლებს,შეიდედებენ,
ტირილის ნაცვლად,სიცილსაც შეძლებ.
დაცხება ყველა ხორცის უჯრედი,
უმად იჭმევა,კვერები ობლის,
ზღაპრებით ძილსაც გამოუჭედავს,
მშობლებს შვილები,შვილები მშობლებს.
ამოითხრიან თვალებს,ჭოტები,
აჩხარუნდება საფლავში ძვლები,
მინა დაორთქლილ,ძველი ჭოგრიტით,
ღმერთებს დაუწყებს, ღმერთივე, ძებნას.
ყველა,ყველაფერს უნდა ხედავდეს,
გრძელი სიტყვით და მოკლე ხანებით,
ყველა ტკივილის მიუხედავად,
ჩემი სიკვდილი,დაგენანება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი