ბუ


ჩემს მოსვლას გაფიცებ,ბოლოჯერ..
მიწა რწმენის და ცა ნიშნად,
ხელები,
მკლავები,
თითები,
არასდროს,არასდროს გამიშვა.
ჯანდაბას! ღმერთივით ღმერთმა ქნას,
უშენოდ სიგიჟეს მივყავდე,
ვთვრებოდე,ვწვებოდე ქუჩაში,
მიყვარდე!
მიყვარდე!
მიყვარდე!
მაგ შენი თვალების ბრალია,
ამინდებს,ჯვარივით,რომ ვიტან
სიკვდილსაც გავბედავ,
ვიცოდე,
საფლავზე,შენს ცრემლებს მომიტან.
ჩემს მოსვლას გაფიცებ,ბოლოჯერ,
სანამდე სისხლი არ გამიშრა,
ხელები,
მკლავები,
თითები,
არასდროს,
არასდროს,
გამიშვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი